თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ამანათები გადაეცათ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება იმ შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანმა და ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ლუსინე დოსტიბეგიანმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს და მრავალშვილიან 24 ოჯახს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.
პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
პარალელურად, მერის წარმომადგენლების მიერ დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს ასეთი ოჯახების აღწერა, რომლებსაც მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, მერიის მიერ შესაბამისი დახმარება გაეწევათ.