დაბა სტეფანწმინდაში ქუჩებს დეზინფექცია ჩაუტარდა

default

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის ცენტრალურ მოედანსა და ქუჩას დეზინფექცია ჩაუტარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარითა და წყლის ჭავლით დამუშავდა მაღაზიების, აფთიაქების, ბანკისა და ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე არსებული სხვა შენობების მიმდებარე ტერიტორიები.

აღნიშნული სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა განახორციელეს.

პროცესს კოორდინირებას უწევდნენ ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა, მერის მოადგილეები – დავით ქირიკაშვილი და თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით სადეზინფექციო საშუალებებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და შენობების დამუშავება აქტიურად რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები