პაატა იმნაძე: ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას

“ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია – „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“, რომლის მეშვეობითაც კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძირითადი კომუნიკაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე, ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია – „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩაცვივდებით. ჯერ ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და „წიწილებს კიდევ შემოდგომაზე ითვლიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები