ირაკლი ქადაგიშვილი – ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ყოფნა ნიშნავს ჩვენი ლიდერობის აღიარებას – ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში

“საქართველოს სხდომაზე ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც საგარეო კომიტეტის სხდომაზე ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.

„მათი მიზანი სხვა იყო და არა დემოკრატიული ფასეულობების რეალური დაცვა. ამ შემთხვევაში საქართველოს იქ [სხდომაზე] ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. ამიტომ არის, რომ „ცალკარას“ თამაშობენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები