ლევან მაჭავარინი – ევროკავშირზე: სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს
“სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით განაცხადა.
დეპუტატი აღნიშნულით გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას სადაც საგარეო კომიტეტის სხდომაზე ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.
„შეკრებებზე რომ საქართველოს არ ეძახიან, თითქოს რაღაც დამსჯელობითი მექანიზმია მათი მხრიდან, თან გაფართოებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, როდესაც მათივე გამოქვეყნებულ ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე. ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩანაცვლება და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.