პაატა იმნაძე: სასწრაფოს ექიმი მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფიცირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე, ვინც იყო კონტაქტში, მეთვალყურეობა მიმდინარეობს

“სასწრაფოს ექიმი მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფიცირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე, ვინც იყო კონტაქტში, მეთვალყურეობა მიმდინარეობს”, – ასე უპასუხა “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას – უწევთ თუ არა მონიტორინგს იმ 11 ოჯახს, სადაც ინფიცირებული ექიმი ბოლო მორიგეობისას, 31 მარტს იმყოფებოდა.

„დავაზუსტოთ – ამ შემთხვევაში ეს ექიმი არ არის სამედიცინო პერსონალის დასნებოვნების ფაქტი, ეს არის ჩვეულებრივი საოჯახო კლასტერი, რაც წამყვანია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის საოჯახო კლასტერები, ანუ დაავადებულთა უმრავლესობა არიან ერთი ოჯახის წევრები. აქედან გამომდინარე, ეს შემთხვევაც არის, როგორც ოჯახური კონტაქტი და არა, როგორც სამედიცინო საქმიანობისას, ანუ პროფესიული კონტაქტის დროს დასნებოვნებული ადამიანი. ეს მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ის მორიგეობის დროს ვერ იქნებოდა ინფიცირებული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველაზე, ვინც იყო კონტაქტში, დამყარებულია მეთვალყურეობა“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები