„მაცეკვე ტანგო“ – სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის ონლაინჩვენებები გრძელდება

სენაკის თეატრი უერთდება ინიციატივას – „დარჩი სახლში“ და ფეისბუქგვერდზე სპექტაკლების ონლაინჩვენებას მართავს.
6 აპრილს, 20:00 საათზე სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილი იქნება ნინო მირზიაშვილის სპექტაკლი – „მაცეკვე ტანგო“.
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი კახი გოცირიძე, მხატვარი – ლელა ფერაძე;
მხატვარ-შემსრულებლები: ემილ გეგენავა, მალხაზ კორთხონჯია;
ქორეოგრაფი – მამუკა მესხიშვილი;
ტექრედატორი: მაია ფირცხალავა.
მონაწილეობენ: თენგიზ თოფურიძე, თამარ აბშილავა, ლადო კოკაია, თამარ ხარჩილავა, გიორგი ჭანტურია.

სპექტკალების ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
https://www.facebook.com/senakiteatri/

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები