ზუგდიდის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სველი წესით  დამუშავების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა.
“ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია კეთილმოწყობის მართვის ცენტრი, ,,ზუგდიდასუფთავება“ და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოირეცხა როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
სამუშაოების მიმდინარეობას, მერთან ერთად, მერიის მოადგილეები, გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – ედიშერ თოლორაია და საკრებულოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიანკორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებსა და ღია სივრცეებს უკვე ჩუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები