ბესიკ ამირანაშვილმა ახალქალაქში მოწყობილ ბლოკპოსტზე ორენოვანი საინფორმაციო ფლაერები დაარიგა
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, ქართულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დაარიგა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადდა.
კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის, შეზღუდვების, წესებისა და რეკომენდაციების შესახებ მომზადებული საინფორმაციო მასალის გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს.
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თინა ღოღელიანის განმარტებით, 100 000 ფლაერი ეთნიკური უმცირესობებისთვის სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდება.