სოფელ კურდღელაურში სარწყავი არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

​სოფელ კურდღელაურში, ნატანი მასისგან და შლამისგან, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, მაგისტრალური არხის 2900-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

​განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს.

ცნობისათვის, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 37 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები