ლევან დავითაშვილი: 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები, ეს არის პატრიოტიზმი, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს მადლობას უხდის.

მისი თქმით, თითოეული მათგანი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ეს პატრიოტიზმია.

„ჩემს თანამშრომლებს მადლობა მინდა, გადავუხადო საგანგებო ვითარებაში მუშაობისთვის. სამინისტროში შექმნილია საგანგებო სამუშაო ჯგუფი. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე – საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები; სავაჭრო ობიექტებში ახდენენ მონიტორინგს და, ასევე, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში არიან ჩართული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ, რა თქმა უნდა, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა; 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები