კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ოზურგეთის აგრარულ ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები სველი მეთოდით ჩატარდა, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.

მათი ინორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფის მიერ ბაზრის მთელი ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
აგრარული ბაზარი სადეზინფექციო ხსნარით მეოთხედ დამუშავდა. ადგილზე მუშაობს მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და სიტუაციას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ სადეზინფექციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დამუშავდა საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოები, ყველა სტრატეგიული და საჯარო ობიექტი. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. კოორდინებულად მიმდინარეობს მუშაობა ძალოვან სტრუქტურებთან, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ ყველა პრობლემის გადაჭრაში და მათ მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები