ლევან დავითაშვილი: როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაში იმყოფება, ჩვენი გუნდის სოლიდარობა ყველაზე მყისიერი და ადეკვატური პასუხია
„მთავრობა სრულად უერთდება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების” გუნდში იქნა მიღებული და რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უჭერს მხარს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი.
“ეს მისი მყარი პოზიცია იყო. როდესაც ქვეყანა ასეთ რთულ ვითარებაშია, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი გუნდის სოლიდარობა არის ყველაზე მყისიერი და ყველაზე ადეკვატური პასუხი. ჩვენ რამდენიმე თვის შემოსავალის, ჩვენი ხელფასის ნაწილს სოლიდარობის ფონდში გადავრიცხავთ.
მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სოლიდარობის საყოველთაო კამპანია დაიწყოს. ეს იქნება საყოველთაო საზოგადოებრივი აქტივობა, რომელსაც გაიზიარებს ჩვენი ბევრი თანამოქალაქე. სოლიდარობა და საზოგადოების კონსოლიდაცია არის ყველაზე სწორი პასუხი. ჩვენ ვიცით რთულ ვითარებაში ერთმანეთის გვერდში დგომა და განსაკუთრებული მხარდაჭერა, რითაც ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით და ამას არაერთი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.