დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კონკრეტულ კლასთან ონლაინშეხვედრა გაიმართა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს.

პედაგოგები თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად იცნობენ და ამ მეთოდებს შესაბამისად პროცესში წარმატებით იყენებენ. დღეისთვის, ოზურგეთის საჯარო სკოლის პედაგოგთა დიდი ნაწილი წარმატებით იყენებს სხვადასხვა ონლაინპლატფორმას და ახალ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს. მაღალია მოსწავლეთა ინტერესიც და მშობელთა ჩართულობაც ყოველდღიურად მატულობს.

გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ლელა იმედაშვილთან ერთად, სწავლების პრინციპებს გაეცნო, თუ როგორ მიმდინარეობს სკოლებში ონლაინჩართვა. ასევე, მიიღო ინფორმაცია სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სადეზინფექციო საშუალებები მიიღეს და მას სწავლის დაწყებისთანავე გამოიყენებენ.

გურიის რეგიონის მასშტაბით აქტიურად ხდება ონლაინრესურსების გამოყენება. 11700 მოსწავლეს ონლაინ რეჟიმში ემსახურება 100-მდე საჯარო სკოლის 2250 -ზე მეტი პედაგოგი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები