ლაგოდეხის მერია მოწყვლად ჯგუფებზე 225 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
ლაგოდეხის მერია მოწყვლად ჯგუფებზე ჯამში 225 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს კი 50 ლარიანი, კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტები გადაეცემათ.
“კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიწყებთ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების, ოჯახებისთვის გადაცემას. სასურსათო პაკეტი მოიცავს 12 დასახელების პროდუქტს, რომელიც დაურიგდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა საბავშვო ბაღის 1627 აღსაზრდელს”,- განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტრტის გარდა, სასურსათო პაკეტები აღსაზრდელების ოჯახებს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებმაც გადასცეს.