თორნიკე რიჟვაძე:  აჭარაში კორონავირუსისგან პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს

გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც ეს ინფექცია დაამარცხა , – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აპრილის თვე ვირუსის გავრცელების მხრივ საკმაოდ რთული იქნება.

„შემდეგი დღეები და განსაკუთრებით აპრილის თვე იქნება ურთულესი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში. გვაქვს შიდა გადაცემები, რაც არის განგაშის საფუძველი, თუმცა, საბედნიეროდ სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი და გვაქვს კონტროლზე. ასევე გვაქვს კარგი ამბავიც, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული, რომელმაც დაამარცხა ეს ინფექცია, რაც მისასალმებელია, მაგრამ ახლა გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე ყურადღება, სწორედ ამიტომ შტაბი იკრიბება და გავდივართ ყველა საკითხს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფორმატში რეგიონში საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული სიტუაცია და გამოწვევები განიხილეს . შტაბის მუშაობაში ჩართული არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები