ერედვის გამგეობამ დევნილი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, დევნილთა დასახლებებში დევნილი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.
აღნიშნული დახმარება თითოეულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი საკვები პროდუქტების: 50 კილოგრამიანი ტომარა ფქვილის, 10 კილოგრამი შაქრის და 10 ლიტრი ზეთის გადაცემას ითვალისწინებს.
საკვები პროდუქტების გადაცემა ყველა დევნილთა დასახლებაში ეტაპობრივად მიმდინარეობს. ის დევნილი ოჯახები, რომლებიც განსახლებული არ არიან დევნილთა დასახლებებში, სასურსათო კალათის სანაცვლოდ 100 ლარის ოდენობით ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.