ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ცეცხლი მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოძველებული სარეცხი მანქანა გახდა.
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და  ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები