ჩინეთში 14 გარდაცვლილ მედიკოსს, მათ შორის ექიმს, რომელმაც მსოფლიოს COVID-19-ის შესახებ შეატყობინა, გმირის წოდება მიანიჭეს

ხუბეის პროვინციის მთავრობის გადაწყვეტილებით, 14 მედიკოსს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის დროს დაიღუპა, უმაღლესი – გმირის წოდება მიანიჭეს.

14 მედიკოსს შორის არის უხანელი 34 წლის ოფთალმოლოგი, ლი ვენლიანი, რომელმაც პირველმა თქვა კორონავირუსის არსებობის შესახებ და, საბოლოოდ, სწორედ ამ ვირუსს ემსხევრპლა.

ლი ვენლიანი უხანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოფთალმოლოგად მუშაობდა. ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ექიმმა მისთვის უცნობი დაავადების შემთხვევა გამოავლინა, რომლის გამომწვევი იყო კორონავირუს SARS-ის მსგავსი ვირუსი.

30 დეკემბერს მან ჩინეთის სოციალურ ქსელის შიდა ჯგუფში კოლეგები გააფრთხილა, ოთხ დღეში კი ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოში დაიბარეს, სადაც აიძულეს, ხელი მოეწერა აღიარებაზე, რომ, თითქოსდა, ის ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

პოლიციაში მაშინ განაცხადეს, რომ ჭორების გავრცელების საქმეზე რვა ადამიანია ეჭვმიტანილი.

უკვე იანვრის ბოლოს ექიმმა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლი გაასაჯაროვა და თქვა, რომ თვითონაც არის დაინფიცირებული.

ექიმი 6 თებერვალს გარდაიცვალა.

ამ ინციდენტს ჩინეთში დიდი გამოხამურება მოჰყვა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებების გამოძიება დაიწყო.

19 მარტს სამეთვალყურეო ორგანომ ექიმ ლი ვენლიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ქმედებები შეცდომად შეაფასა და დამნაშავეების დასჯის განკარგულება გასცა

ხელისუფლებამ ექიმს ბოდიში მოუხადა, თუმცა ვირუსის დამარცხება ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები