აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. იგი დღეს ბინაზე გაეწერა. ახალგაზრდა ქალს კორონავირუსის ტესტი ორჯერ ჩაუტარდა, ორივეჯერ პასუხი უარყოფითი იყო.
,,პირველი პაციენტი, რომელიც კორონავირუსის დაავადებით ჩვენთან მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა. გუშინ ჩაუტარდა კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ინფექცია აღარ აღენიშნებოდა, განმეორებით კვლევამაც იგივე დაადასტურა. ის ბინაზე გაეწერა, სადაც რამდენიმე დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე იყო. ახალგაზრდა ქალს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.