ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსზე 7 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – ყველა უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციურ საავაადმყოფოსა და ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებული 7 პაციენტის ანალიზები „კოვიდ19“ -ზე უარყოფითია, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი კლინიკებს დღესვე დატოვებენ, ნაწილი კი – ხვალ.

„ფოთის კლინიკაში მოთავსებული ოთხივე პაციენტის პასუხი არის უარყოფითი, მათ არ დაუდგინდათ კორონავირუსი. ცხელების ცენტრში წუხელ ზუგდიდიდან გადმოყვანილი დედა-შვილის გარდა, დღის განმავლობაში კიდევ ოთხი პაციენტი შემოიყვანეს, რომელიც არც კლინიკური მონაცემებით, არც სიმპტომატიკითა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად, არ იქნენ მიჩნეული როგორც საეჭვო შესაძლო შემთხვევა კორონავირუსზე. ამდენად, ეს პაციენტები დღესვე დატოვებენ სტაციონარს”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუამ.

„2 მცირეწლოვანსა და შუახნის მამაკაცს, რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წვანან, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. სამივე მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის, სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. მათ კლინიკიდან, ხვალ დილით გაწერენ“, – განაცხადეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტაციაში.
ამ ეტაპზე, სამეგრელოში ახალი კორონავირუსის 2 დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტები მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობისთვის, კარანტინში რეგიონის მასშტაბით, ამ ეტაპზე 194 მოქალაქე იმყოფება. თვითიზოლაციაში 178 პირ რჩება, 546 ადამიანს კი თვითიზოლაცის ვადა ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები