იმერეთში მეხუთე საკარანტინე სივრცე გაიხსნა

წყალტუბოში სასტუმრო “პრომეთეში” მეხუთე საკარანტინე სივრცე მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა. გოჩა გიორგიძის თქმით, კარანტინში პირველ ნაკადს დღეს გადაიყვანენ. “წყალტუბოში დაემატა ახალი სასტუმრო, სადაც კარანტინში უკვე  გადაიყვანენ პირველ ნაკადს.  დაახლოებით 25 ადამიანია, ხოლო მეორე ნაკადში 27 ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით, ზოგადად, იმერეთის მასშტაბით კარანტინში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით კი ახალი პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით არ გვყავს”,- აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
ცბობისთვის, იმერეთში კარანტინში სულ 449 ადამიანი იმყოფება, მათგან საჩხერეში 57, წყალტუბოს სამხედრო ჰოსპიტალში 144, სასტუმრო “პლაზაში”87, ხოლო თვითიზოლაციაში 229 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები