ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმული სკრინინგი გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის თერმული სკრინინგი გრძელდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი ექიმები და მედდები, კარდაკარ შემოსვლის პრინციპით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათი საჭიროებების გაცნობასა და ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგს ახორციელებენ.

მედიკოსები შემოსვლის პროცესში თითოეულ მაცხოვრებელს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ იმ რეკომენდაციებსა და სიახლეებს აცნობენ, რომლებიც GOVID-19-ის პრევენციისთვისაა საჭირო.

სოფელ ორბელსა და მის მიმდებარე დასახლებებში შემოვლა სოფლის ექიმმა, მერაბ ბურჯალიანმა და სოფლის ექთანმა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები