რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია – დაკეტილია საკრებულოს შენობაც
რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ასევე, დაკეტილია საკრებულო და შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიზეზი საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედისთვის კორონავირუსის დადასტურება გახდა.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში და კვლევები უტარდება, ხოლო საკრებულოს თანამშრომლები და, მათ შორის, დეპუტატები, რომლებსაც ამ ადამიანთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.