თორნიკე რიჟვაძე: ხელისუფლების გადაწყვეტილება ეკონომიკის  სტიმულირებისა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში სწორი და დროულია

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენს თითოეულ  მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასქ და,  ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში: მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება”, – ამის შესახებ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო.

“ეკონომიკა არის გამოწვევის წინაშე. მთავრობა მაქსიმალურად ახორციელებს იმ ინტერვენციებს, რომელიც აუცილებელია არსებული დინამიკის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკის 2 მილიარდიანი დახმარებისა და  კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში სწორი და დროულია. მთავრობის სწორმა სტრატეგიამ, მათ შორის კომუნიკაციამ, განაპირობა ის, რომ მოსახლეობამ სრულად გაიაზრა რისკები, რაც ახლავს ამ ინფექციას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით ეკიდებიან ამ შეზღუდვებს”, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანლის განცხადებით, ამ სტრატეგიითა და ეფექტური მუშაობით შესაძლებელი იქნება ინფექციის პიკის გადალახვა და სისტემის რეპუტაციისა და მდგრადობის შენარჩუნება.

თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ მთლიანად გუნდი შეძლებს,  გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას მინიმალური დანაკარგებით და საქართველო იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები