ქუთაისში მცხოვრებ მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათო ამანათები სახლებში მიუტანეს

საყოველთაო კარანტინის პირობებში, ქუთაისში სასურსათო პაკეტების დარიგება მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილისთვის გრძელდება. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ამჯერად მარჩენალდაკარგულ ოჯახებს მიუტანა ნობათი.
„ორ კვირაზე მეტია ჩვენ, ქუთაისის თვითმმართველობა, ყოველდღიურად ასეულობით ჩვენს თანაქალაქელს ვამარაგებთ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით. მხოლოდ ასე, ერთად დგომით, სახელმწიფოს და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობით შევძლებთ ამ მძიმე დღეების გადატანას”,- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები