რუსთავში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

“რუსთავში კორონავირუსის მეორე შემთხვევა საჯარო პირის ოჯახის წევრს დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რწმუნებულის თქმით, ამ ეტაპზე, ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
“ვადასტურებ, რომ საჯარო მოხელის დედას დაუდასტურდა კორონავირუსი. საჯარო მოხელეც გადაყვანილია შესაბამის კლინიკაში და მიმდინარეობს კვლევები.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება”, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 26, კარანტინის რეჟიმში – 5550 ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები