მეტალურგების გზავნილი მოქალაქეებს – „ჩვენვმუშაობთშენთვის” (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები გავრცელდა, სადაც ქართველი მეტალურგების გზავნილებია ასახული.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ვიდეოინტერვიუებში პანდემიის ფონზე თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქართულ ეკონომიკას დღეს, როგორც არასდროს, მხარდაჭერა სჭირდება, რომ ისინი, მზად არიან, იშრომონ ქვეყნისა და საკუთარი მოქალაქეებისთვის.
ვიდეორგოლებს “ფეისბუქში” დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მეტალურგებისა და სამთოელების მიმართ მადლიერება გამოხატეს.