ანზორ ბოლქვაძე მთიან აჭარაში მცხოვრებ 120 ოჯახს 50 000 ლარის ოდენობის პროდუქტით დაეხმარება

N 73-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, ანზორ ბოლქვაძე მთიან აჭარაში მცხოვრებ 120 ოჯახს 120 ტომარა ფქვილს გადასცემს.

როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დახმარებას მიიღებენ მრავალშვილიანი, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მეეზოვეები და მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებებისთვის უწყვეტად მომუშავე სხვა პირები.

ანზორ ბოლქვაძე თუნუქის გადასახური მასალით იმ 21 ოჯახსაც უზრუნველყოფს, რომელთაც გასული წლის სექტემბერში საცხოვრებელი სახლები დაეწვათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ხულოს, ქედასა და შუახევს კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი მოსახლე არ ჰყავს, საჭიროების შემთხვევაში, ანზორ ბოლქვაძე მზადაა, პირთა თვითიზოლაციისთვის ხელისუფლებას, დაახლოებით, 15-ადგილიანი სასტუმრო დაუთმოს.

მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის მთავრობასთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ხულოს, ქედასა და შუახევის მოსახლეობის დასახმარებლად.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები