თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით 3 პაციენტი მოათავსეს

გასული 24 საათის განმავლობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით სამი ადამიანი გადაიყვანეს. ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულ პირებს მაღალი ტემპერატურა და მოგზაურობის ისტორია აქვთ.  შუახნის ორი მამაკაცი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, ერთი ახალგაზრდა ქალი კი – საცხოვრებელი სახლიდან, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, სამივე მათგანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
„რადგან სამივეს აღენიშნება ცხელება და აქვთ მოგზაურობის ისტორია, საჭიროს მივიჩნიეთ, მათი ანალიზები გადაგვეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მათ ამ ეტაპზე სხვა სიმპტომები არ აღენიშნებათ“, – განმარტა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 23. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში – 4783  მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები