ძლიერი ქარი და წვიმა – როგორ ამინდის პროგნოზირებენ სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

„30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – აცხადებენ სააგენტოში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ აპრილს, დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ –  ქარიანი ამინდი. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები