“კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია“ ე.წ. მუხროვანის ამბოხების საჯარო გამოძიებას ითხოვს

  “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე და ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ე.წ. მუხროვანის ამბოხების საჯარო გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ “კვირას“ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა განუცხადა. კასრელიშვილის თქმით,“მუხროვანის ამბოხის “ თემის გამოძიების საჯარო განხილვა მათმა ორგანიზაციამ ამბოხებიდან მალევე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. “ მაშინდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხება რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. მაშინაც ვითხოვდით ამ საქმის საჯარო გამოძიებას, კონკრეტული სახელების და გვარების, მიმართულებების დასახელებას, თუმცა უშედეგოდ. არადა იმჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამბოხში, ყველაფერში, რუსეთის ხელი ერია, დაუფიქრებლად უნდა დაეწყო ამ საქმის გასაჯაროება, თუმცა ეს არ გააკეთეს. ფაქტია, რომ ეს ამბოხი ყოფილი ხელისუფლების სცენარით დადგმული პოლიტიკური სპექტაკლი იყო“, – განუცხადა “კვირას“ ზაალ კასრელიშვილმა. კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ხსენებული ნაბიჯი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა დასავლეთში ანტირუსული განწყობის პოლიტიკურ წრეებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად გადადგეს. “მუხროვანის ამბოხი“ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი განხილვა საჯარო უნდა გახდეს და ყველამ გაიგოს, თუ რა მოხდა რეალურად“, – განუცხადა “კვირას კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები