კახეთში თვითიზოლაციის პრედიოდი 112 პირს დაუსრულდა

კახეთის რეგიონში თვითიზოლაცია 112 პირს მოეხსნა, ამ დროისთვის იზოლაციაში 360 მოქალაქე რჩება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არცერთ ადამიანს დაფიქსირებია. მისივე თქმით, რეგიონში არც თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტი გამოვლენილა.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში გადაყვანილ მამაკაცს.
კახეთის რეგიონში, ცხრა საკარანტინე სივრცეში 555 ადამიანია მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ,ამ დროისთვის კორონავირუსის 85 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 14 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში – 4534 პირი რჩება და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები