კარანტინში მყოფი გოგონა წალკის დეპუტატს მოხუცი ბებიისა და პაპის დახმარებისთვის მადლობას უხდის

“ფეისბუქმომხმარებელი” თიკო ასლანიშვილი ერთ-ერთ ჯგუფში წალკის დეპუტატზე წერს და მოხუცი ბებიისა და პაპის დახმარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც ის ამბობს, მისი ოჯახი ბოლნისში კარანტინში აღმოჩნდა, მისი ბებია და პაპა კი წალკაში უყურადღებოდ დარჩნენ.

“მოგესალმებით, მეგობრებო. არ ვიცი, რითი დავიწყო. მოკლედ, მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ბოლნისში, კარანტინში. ბებო და პაპა კი წალკის რაიონში, სოფელ დაშბაშში არიან. ბებო ნაინსულტარია, 79 წლისაა, პაპა კი 90 წლის. სოფელში არ არის მაღაზია და ვერ ყიდულობენ ვერსად პროდუქტს. ბებოს ჰქონდა როგორც ის ამბობს წალკის დეპუტატის ვინმე მკრტიჩიანი არმენის ნომერი (არ ვიცი ვინ არის) აქ თუ არის თვითონ ან მისი ახლობლები, ოჯახის წევრები, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. გუშინ სრულიად უსასყიდლოდ მიუტანა საკვები პროდუქტები, რაც კი უთხრეს (ეგონათ რომ კურიერი ან ვინმე მიიტანდა და თანხასაც გადაუხდიდნენ) მივიდა თვითონ და მოუბოდიშა რომ აქამდე არ მიაკითხა. არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ მთელი ჩემი ოჯახის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას. გაგახაროთ უფალმა! ყველაფერი რომ გადაივლის, აუცილებლად მოვძებნით და პირადად გადაგიხდით მადლობას!”, – წერს თაკო ასლანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები