სებ-მა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
“2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა”, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ორი სავალუტო ინტერვენცია, ჯამურად, 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.