გორის სამხედრო ჰოსპიტალში 5 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – ყველა უარყოფითია

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 5 ახალი ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით 2 პაციენტია მოთავსებული. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, დაინფიცირებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სულ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაკვირვების ქვეშ სულ 51 პაციენტი იმყოფება, აქედან 34 სამხედრო მოსამსახურეა და 17 სამოქალაქო პირი.

უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 73 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა, 4 ათასზე მეტი პირი კარანტინშია მოთავსებული, 250-ზე მეტი კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები