ძამას ხეობაში ტყის მასივის ქვედა ფენა იწვის

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში ხანძარია.
როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, ცეცხლი აბუხალოს მამათა მონასტრის მიმდებარედ ტყის მასივის ქვედა ზოლს უკიდია.
როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ადგილზე 4 სახანძო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები