ტიტე აროშიძე: ქვეყანაში მარაგის პრობლემა არ არის, პროდუქცია რეგულარულად შემოდის (ფოტო, ვიდეო)

აჭარაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით სავსე სატვირთოები ბათუმის პორტიდან და, ასევე, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოიტანეს. ადგილზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძეც იმყოფებოდა.
“საგანგებო მდგომარეობის დროს სურსათის სარეალიზაციო ობიექტები სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურადაა ჩართული აჭარაში სურსათის მარაგთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ტიტე აროშიძემ
როგორც მინსტრმა აღნიშნა, სურსათის ამოწურვის საფრთხე არ არსებობს რეგიონში. სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეექმნას და უწყვეტად ხდებოდეს პროდუქციის მიწოდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21 მარტს პრემიერმინისტრის ინიციატივით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში კი 22 მარტიდან საკარანტინე რეჟიმია დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები