გურჯაანიდან 2 თვის ბავშვი და 2 მამაკაცი თბილისისა და გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან 2 მამაკაცი და 2 თვის ბავშვი თბილსისა და გორის კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 თვის ბავშვია გადაყვანილი. როგორც „რეგიონულ კვირას“ ეპიდემიოლოგმა განუცხადა, ოჯახი 9 მარტს თურქეთიდან დაბრუნდა საქართველოში და თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.
მარინა კაპანაძის განცხადებით, 2 თვის ბავშვს ძლიერი ხველა აღენიშნებოდა და, თურქეთში მოგზაურობის ისტორიის გამო, საჭირო გახდა ბავშვის ინფექციურ კლინიკაში გადაყვანა.
„ბავშვი არის თურქეთის მოქალაქე, მას დედა ყავს ქართველი და, დედის გადმოცემითვე, ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში ახველებდა. ამიტომ 2 თვის ბავშვის აქ დატოვება არ მივიჩბიეთ საჭიროდ და გადაყვანილია ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში“, – განაცხადა კაპანაძემ.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, ბავშვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
რაც შეეხება 2 მამაკაცის მდგომარეობას – მარინა კაპანაძის განცხადებით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, რის გამოც 1 მათგანი თბილისში, მეორე კი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. ეპიდემილოგის განმარტებით, მათ ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდათ, რის გამოც შესაბამის კვლევას საჭიროებდნენ.
„2 მამაკაცი შემოვიდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. მათ აღენიშნებოდათ ტემპერატურა და ხველა, რის გამოც საჭიროებდნენ შესაბამის კვლევას“, – აღნიშნა კაპანაძემ.
მარინა კაპანაძის განმარტებით, ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ხოლო მეორეს შეხება ჰქონდა ტურისტებთან ქუთაისის აეროპორტში. მარინა კაპანაძის ინფორმაციით, არცერთი მათგანი თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 67 დასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 9 გამოჯანმრთელებული, კარანტინში – 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები