გორის სამხედრო ჰოსპიტალში 7 პაციენტის ანალიზი კოვიდ-19-ზე უარყოფითია
გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნი 7 ახალი ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა.
დღეის მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 53 პაციენტი იმყოფება, აქედან 33 სამხედრო მოსამსახურეა და 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტია მოთავსებული, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში 21 მარტს იქნენ შეყვანილი. როგორც სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, ამ ეტაპზე, დაინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 66 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 9 გამოჯანმრთელებული, კარანტინში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტია.