ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირს ჯერ არ დაუსრულებია უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის განბლოკვა მას შემდეგ, რაც არაერთმა მედიასაშუალებამ ეს ფაქტის დამტკიცებად გამოაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრის შედეგები ხვალ, 23 აპრილს არის მოსალოდნელი.

„შესაბამისი პროცედურა დღეს დაიწყო. რა თქმა უნდა, შედეგებს მხოლოდ ხვალ შეიძლება ველოდოთ. ხვალ ამ განხილვებისა და გადაწყვეტილებების პროცედურა დასრულდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები