ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი, ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით
უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა, არ და ვერ უშველის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი.
„უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა, არ და ვერ უშველის.
ის საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ახლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით.
დიახ, დღეს მთავარი ამოცანა ევროელიტებისთვის უკრაინის ომთან მიმართებაში სწორედ სახის შენარჩუნებაა. ვერ შეინარჩუნებენ, და პოლიტიკურად თუ მორალურად წალეკვა ემუქრებათ“, – წერს ანჯაფარიძე.