დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოვუჩინოთ

“ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მიღმა არიან, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამაში ჩართული გვყავს საერთაშორისო პარტნიორები”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო ნებისმიერი სხვა საკითხი გვერდზე უნდა გადაიდოს.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მიღმა არიან, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ამაში ჩართული გვყავს საერთაშორისო პარტნიორები. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ეს ხერხდება, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ვერ ვახერხებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეჟიმს ბლოკირებული, დაკეტილი აქვს გადასასვლელი პუნქტები. ამიტომ, ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ გამოვხატავ და ვაფიქსირებ საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა ჩვენს თანამოქალაქეებს სრული დახმარება აღმოვუჩინოთ. ეს მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა და გვერდზე უნდა გადაიდოს ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ ამ მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები