ანაკლიაში 3 ახალი საკარანტინე სივრცე მოეწყო
“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინე ზონად ანაკლიაში მდებარე სასტუმრო “პალმ-ბიჩი” , სასტუმრო “ანაკლია” და განმუხურში მდებარე სასტუმრო “პრატაპ სიგნიჩა” შეირჩა, სადაც 138 ნომერია, სადაც მოქალაქეები უკვე გადმოყვანილი არიან”, – ამის შესახებ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“სულ ახლახან შეიქმნა ჩვენს რეგიონში საკარანტინო სივრცე, გვქონდა აქამდე რამდენიმე ადგილი შერჩეული, სადაც უნდა ყოფილიყო თუმცა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ამჟამად 30 მოქალაქეა ანაკლიაში კარანტინში სხვადასხვა რეგიონიდან გადმოყვანილი.ხოლო 2 პირი მესტიის საკარანტინე სივრცეშია განთავსებული. ჯამურად, სამი სასტუმრო გვაქვს ანაკლიაში და ორი მესტიაში”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
გუბერნატორის განცხადებით, რაც შეეხება საკვების მარაგს რეგიონში – ამ ეტაპზე საკმარისი მარაგია სურსათის რომელსაც უწყვეტ რეჟიმში იღებს რეგიონი და ამ მხრივ საშიშროება არ არსებობს.
ალექსანდრე მოწერელიამ მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა.