გორის სამხედრო ჰოსპიტალში 5 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – ყველა უარყოფითია
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტის ანალიზის მიიღეს. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი ყველა მათგანზე უარყოფითია. რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 2 პაციენტს – მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის ისინი სამხედრო ჰოსპიტალში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში, ამ დროისთვის, 53 პირია, აქედან – 33 სამხედრო მოსამსახურე და ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.