იმერეთის ოთხ საკარანტინე სივრცეში 425 ადამიანი იმყოფება

იმერეთში ოთხივე საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის სულ 425 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ამჟამად ოთხივე სივრცეში გვყავს 425 ადამიანი, მათ შორის წყალტუბოს სამხედრო ჰოსპიტალში – 109, წყალტუბოში სასტუმრო “პლაზაში” – 96, საირმეში – 192, ხოლო საჩხერეში- 42.  ყველა მათგანის ჯანმრთელიბის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.

შეგახსენებთ საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა,მათგან გამოჯანმრთელებულია 3,კარანტინში იმყოფება 2956 ადამიანი,ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 291 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები