გარდაბანში ბაზრებსა და მიმდებარე ტერიტორიებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

გარდაბანში არსებული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორია დეზინფიცირდა.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზეზით, აგრარული ბაზარი ერთი დღით დაიხურა.
პარალელურ რეჟიმში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”-ს დეზინფექტორები, სადეზინფექციო სამუშაოებს ყველა ხალხმრავალ ადგილას ახორციელებენ.

გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ყველა ის სამუშაო რაც ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხო გარემოსთვის მნიშვნელოვანია.

„მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ყველა იმ სამუშაოს რაც ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხო გარემოსთვის მნიშვნელოვანია. ასევე, აზერბაიჯანულ ენაზე, მოხალისეების დახმარებით, კარდაკარის პრინციპით, ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მათთვის გასაგებ ენზე ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები თუ როგორ უნდა დაიცვან თავი კორონავირუსისგან. მინდა მივმართო ყველას, დარჩით სახლში რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება” – აცხადებს რამაზ ბუდაღაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები