სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 306 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 306 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა, ნანა ოდიშარიამ მიაწოდა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 55 პირი, კარანტინში კი – 34 ადამიანია, მათ შორის 23 რეგიონიდან იქნა გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში, რადგან მათ იზოლაციისთვის საჭირო პირობები არ გააჩნდათ.

რეგიონში ქალაქების მიხედვით მდგომარეობა ასეთია:
ზუგდიდში – 60 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 23, კარანტინში რჩება – 10.
აბაშაში – 30 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 6, კარანტინში რჩება – 3.
ფოთში – 52 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -1, კარანტინშია – 8.
მესტიაში – 2 პირია თვითიზოლაციაში, მოხსნილია – 4, კარანტინშია -2.
მარტვილში – 27 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილი -2, კარანტინშია-1.
წალენჯიხაში – 39 პიროა თვითიზოლაციაშია, ზედამხედველობიდან მოიხსნა -6, კარანტინშია – 2.
ჩოროწყუში – 31 პირია თვიზოლაციაში, მოიხსნილია – 2, კარანტინშია – 6.
სენაკში – 32 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა – 6, კარანტინშია -1.
ხობში – 33 პირია თვითიზოლაციაში, მოიხსნა -5, კარანტინშია – 1.

ამასთან, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რეგიონიდან თვითიზოლაციაში მყოფ და ასევე საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ მოქალაქეებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სახის სიმპტომები ამ ეტაპზე არ გამოვლენიათ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3, კარანტინში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები