სამცხე-ჯავახეთში დამატებით სამი საკარანტინე ზონა მოეწყო
სამცხე-ჯავახეთში სამი ახალი საკარანტინე სივრცის მოწყობა მას შემგედ გახდა აუცილებელი, რაც 21 მარტს ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტით სომხეთიდან საქართველოში 30 მოქალაქე შემოვიდა და მათი სავალდებულო კარანტინისთვის საკმარისი ადგილები არ იყო.
ახალი საკარანტინე ზონები ბაკურიანსა და ახალციხის სასტუმროებში მოეწყო.
კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სასტუმროს პერსონალი ემსახურება. აქ მომუშავეები შესაბამისად გადამზადდნენ, მათ სპეციალური აღჭურვილობით საკვები იზოლირებულ ოთახებთან მიაქცთ და მოქალაქეებს კართან უტოვებენ.
რაც შეეხება აბასთუმნის ფილტვის ცენტრს, დღეის მონაცემებით, ყველა პალატა დაკავებულია.
ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, კარანტინში 243 პირი იმყოფება.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთვევაა. აქედან სამი პირი უკვე გამოჯანმრთელდა. საკარნტინე რეჟიმში – 2 956, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეონის ქვეშ 291 პირია.