ცაგერში ქუჩებს წმინდა წყლით აკურთხებენ
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ წირვა-ლოცვა აღავლინა. ტაძარში მრევლი ერთმანეთისგან დაშორებით იდგა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ქუჩების კურთხევა დაიწყო, რომელსაც უშუალოდ მიტროპოლიტი სტეფანე უძღვებოდა. ის მრევლსა და შემხვედრ ადამიანებს სიმშვიდისა და ღვთის რწმენისკენ მოუწოდა.
მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ეპარქიის მამები დღეიდან მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა ქუჩას აკურთხებენ.
ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ორი დღის წინ თბილისის ქუჩებიც ეკურთხა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3, კარანტინში იმყოფება 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.